|
2021-04-08 11:50:25, 582 ნახვა
პოლიტიკა
ზაალ უდუმაშვილი - მელიას და რურუას გათავისუფლება იქნება სიგნალი, რომ შესაძლოა, მოლაპარაკებები განახლდეს
ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება იქნება სიგნალი, რომ შესაძლოა, მოლაპარაკებები კვლავ განახლდეს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც ზაალ უდუმაშვილმა აღნიშნა, ნიკა მელიას საქმეზე მოსამართლი მიერ გამოცხადებული გადაწყვეტილება უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის მიერ მიიღება. „ძალიან რთულია დღეს რაიმე პროგნოზის გაკეთება, რა გადაწყვეტილებას გამოაცხადებს მოსამართლე, გამოაცხადებს და არა მიიღებს, რადგან ყველასთვის ცნობილია, ეს გადაწყვეტილება მიიღება სულ სხვაგან და სხვა ოთახში. ეს გადაწყვეტილება მიიღება უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის მიერ, შესაბამისად, ახლა დღეს უბრალოდ მოსამართლე გაახმოვანებს იმ გადაწყვეტილებას, რაზეც მას ალბათ უკვე დაურეკეს, ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური გადაწყვეტილება. მას არანაირი კავშირი არა აქვს არც სასამართლოსთან და არც სამართლიანობასთან. ის მოთხოვნები. რომლებიც აქამდე იყო, ყველაფერი ძალაში რჩება. უბრალოდ ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება იქნება სიგნალი, რომ შესაძლოა, მოლაპარაკებები კვლავ განახლდეს და შეთანხმებისთვის გარკვეული ფანჯარა იყოს დატოვებული”, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)