|
2021-04-02 17:43:46, 638 ნახვა
პოლიტიკა
თავდაცვის მინისტრმა საფრანგეთის ელჩს უმასპინძლა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან გაცნობით შეხვედრებს განაგრძობს. ჯუანშერ ბურჭულაძემ ამჯერად საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, დიეგო კოლასს უმასპინძლა. მხარეებმა საქართველოსა და საფრანგეთს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ასპექტები მიმოიხილეს და იმედი გამოთქვეს, რომ თანამშრომლობა კიდევ უფრო მრავალმხრივი და ინტენსიური გახდება. ჯუანშერ ბურჭულაძემ ფრანგულ მხარეს საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის პრიორიტეტების ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მინისტრმა ჩვენი ქვეყნის თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის, საჰაერო თავდაცვის სისტემის გაძლიერების პროცესში საფრანგეთის წვლილი ხაზგასმით აღნიშნა. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სამხედრო განათლების კუთხით, სამთო მიმართულებით თანამშრომლობაზე, ასევე, ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიაში (EUTM RCA) ერთობლივი მონაწილეობის მნიშვნელობაზეც ისაუბრეს. თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას საფრანგეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი დანი პიტი დაესწრო.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)