05:10 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-02 12:55:20, 748 ნახვა

პოლიტიკა
ალეკო ელისაშვილი - მივმართავთ პარტიებს, საჯაროდ დააფიქსირეთ, მზად ხართ თუ არა, ხელი მოაწეროთ დანიელსონის დოკუმენტს

მივმართავთ დანიელსონთან მოლაპარაკების მაგიდაზე მსხდომ ყველა პარტიას, საჯაროდ, ინდივიდუალურად დააფიქსირეთ, მზად ხართ თუ არა, ხელი მოაწეროთ ბოლო შეხვედრაზე დადებულ დოკუმენტს, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის აღნიშნავს, პოლიტიკური პარტიების უპასუხისმგებლობის შედეგად საქართველო ზიანდება.

„სირცხვილია ასეთ რამეს რომ გვეუბნებიან ევროპარლამენტარები. გაჯიქებული პოლიტიკური პარტიების უპასუხისმგებლობის შედეგად ზიანდება საქართველო. არა მხოლოდ ქვეყნის იმიჯი ზიანდება, არამედ აგერ უკვე შეიძლება ამ სიღარიბის დროს ევროკავშირმა 60 მილიონი ევროს გამოყოფის საკითხიც შეაჩეროს. ამიტომ მივმართავთ კრისტიან დანიელსონთან მოლაპარაკების მაგიდაზე მსხდომ ყველა პარტიას: მმართველსაც და ოპოზიციურსაც – კიდევ უფრო ღრმა კრიზისში რომ არ შევიდეს საქართველო ამიტომ ღიად და საჯაროდ დააფიქსირეთ პოზიცია, ინდივიდუალურად დააფიქსირეთ – მზად ხართ თუ არა ხელი მოაწეროთ დანიელსონის მიერ ბოლო შეხვედრაზე დადებულ დოკუმენტს? საქართველოს მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ თითოეული პოლიტიკური პარტიის რეალური პოზიცია“, - წერს ელისაშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics