|
2021-04-01 14:49:16, 704 ნახვა
პოლიტიკა
კრემლში აცხადებენ, რომ მიესალმებიან ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას პოზნერის ვიზიტთან დაკავშირებით
ჩვენ ვგმობთ აგრესიულ ქმედებებს ექსტრემისტი ნაციონალისტების მიერ რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ, - ასე ეხმაურება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი საქართველოში რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერის ვიზიტს. როგორც დიმიტრი პესკოვი აღნიშნავს, რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში ვიზიტი არ არის უსაფრთხო. ამასთანავე, დიმიტრი პესკოვი მიესალმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომელმაც დაგმო სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი. „პირველი - ჩვენ ვგმობთ აგრესიულ ქმედებებს ექსტრემისტი ნაციონალისტების მიერ რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ თბილისში, მეორე - ჩვენ ვნახეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადება, რომელმაც ასევე დაგმო აღნიშნული ქმედებები და ჩვენ მივესალმებით აღნიშნულ განცხადებას. მეამე - ჩვენ მადლიერები ვართ ქართველი პოლიციელების, რომლებმაც დაიცვეს რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოება. და ბოლოს, საქართველო არ არის უსაფრთხო რუსი მოქალაქეებისთვის, იქ უბრალოდ საშიშია მოგზაურობა - ეს რუსებმა კარგად უნდა გაიაზრონ“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა. შეგახსენებთ, რომ საქართველოში გუშინ რუსი ჟურნალისტი, ვლადიმერ პოზნერი დაბადების დღის აღსანიშნავად საკუთარ მეგობრებთან ერთად ჩამოფრინდა. აღნიშნულ ფაქტს სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოჰყვა, რის გამოც პოზნერსა და მის თანმხლებ პირებს საქართველოს დაგეგმილზე ადრე დატოვება მოუწია.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)