04:07 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-31 16:24:06, 562 ნახვა

პოლიტიკა
კვლევის მიხედვით, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა 12-დან 15 წლამდე ბავშვებში 100%-ით ეფექტურია

კომპანია Pfizer/BioNTech-ი კვლევის მესამე ეტაპის შედეგებს აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ მათი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 100%-ით ეფექტურია 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებში.

კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ცდაში 12-დან 15 წლამდე  2 260-მა ბავშვმა მიიღო მონაწილეობა  და ცდის დასრულების შემდეგ, მხოლოდ 18 ბავშვს დაუდასტურდა კორონავირუსი, ისინი კი, მიეკუთვნებოდნენ ჯგუფს, რომლებსაც გაუკეთეს პლაცებო.

ამასთანავე, კომპანიაში აცხადებენ, რომ 12-დან 15-წლამდე ასაკის ბავშვებში გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენები, როგორიც გამოვლენილი იყო 16-დან 25-წლამდე ასაკობრივ ჯგუფში. აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლებმა ვაქცინა მსუბუქი და საშუალო გვერდითი მოვლენებით გადაიტანეს, რაც მოიცავდა თავის ტკივილს, ცხელებასა და დაღლილობის შეგრძნებას.

ცნობისთვის, Pfizer-ის ვაქცინა უკვე დაშვებლია 16 წლის ასაკის ადამიანებისთვისაც.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics