|
2021-03-31 11:20:45, 437 ნახვა
პოლიტიკა
ნათია თურნავამ USAID-ის მისიის დირექტორ პიტერ ვიბლერთან საქართველოს ენერგოუსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორს პიტერ ვიბლერს შეხვდა. შეხვედრაზე განხილულ იქნა პრიორიტეტული მიმართულებები, რომლებიც საქართველოში აღნიშნული ორგანიზაციის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით ხორციელდება. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ენერგეტიკის სფეროზე, აღნიშნულ სექტორში მიმდინარე რეფორმებზე, ელექტროენერგეტიკის ბაზარზე შექმნილ ვითარებასა და ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე. „დღევანდელი შეხვედრის მთავარი საკითხი იყო ენერგეტიკული უსაფრთხოება. ეს ის თემაა, რომელიც ყოველთვის ყურადღების ცენტრშია ჩვენი დასავლელი პარტნიორების, მათ შორის, ევროატლანტიკური ალიანსისა და ევროკავშირის მხრიდან. ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხი ჩვენი პოლიტიკის განუყოფელი პრიორიტეტია. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, საქართველომ უფრო მეტად განავითაროს საკუთარი ენერგეტიკული რესურსები, რაც მას დაეხმარება როგორც ეროვნული ეკონომიკის განვითარებაში, ასევე ქვეყანა გახდება უფრო მეტად ენერგოდამოუკიდებელი. შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ აშშ - სა და ევროკავშირის ინტერესშია, რათა საქართველო ენერგეტიკულად ძლიერი ქვეყანა იყოს", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ შეხვედრის დასრულების შემდეგ. USAID - ის მისიის დირექტორის პიტერ ვიბლერის განცხადებით, ნათია თურნავასთან შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა იმ საკითხებზე, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მომავლისა და მისი ენერგეტიკული უსაფრთხოებისათვის. „USAID - ი საქართველოს და მისი ენერგეტიკული უსაფრთხოების განვითარების ერთ-ერთი დიდი მხარდამჭერია. ენერგოუსაფრთხოება გულისხმობს საქართველოს ბუნებრივ, განახლებადი ენერგიის წყაროებს. ჩვენ დღეს ვისაუბრეთ იმის შესახებ, თუ რა უნდა გააკეთოს საქართველომ და როგორ უნდა განახორციელოს ინვესტიციები თავისი ენერგეტიკული მომავლის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში, და ეს გულისხმობს განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარებას, მათ შორის ჰიდროენერგეტიკული, თერმული ენერგიის, მზის ენერგიისა და ქარის ენერგიას“, - განაცხადა პიტერ ვიბლერმა. შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი და საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი ჩიქოვანი.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)