03:10 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-30 22:37:04, 1069 ნახვა

პოლიტიკა
ცნობილი გახდა რას სთავაზობს კრისტიან დანიელსონი ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“

კრისტიან დანიელსონს, „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას  შორის შეხვედრა თითქმის 5 საათზე მეტია მიმდინარებს.

გავრცელებული ინფორმაციით, კრისტიან დანიელსონმა მხარეებს დოკუმენტი წარუდგინა, სადაც აღნიშნულია, რომ ნიკა მელიას გირაოს გადახდას ევროკავშირი საკუთარ თავზე იღებს, მისი გათავისუფლების სანაცვლოდ.

დოკუმენტის თანახმად გათავისუფლდება გიორგი რურუაც, რომელიც საპატიმროს ელექტრონული სამაჯურით დატოვებს.

გთავაზობთ, გავრცელებული ინფორმაციით, კრისტიან დანიელსონის მიერ წარდგენილი დოკუმენტის საკითხებს:

  1. ევროკავშირი მზადაა, ერთ-ერთი ფონდის გავლით გადაიხადოს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას გირაო.
  2. გიორგი რურუამ საპატიმრო დატოვოს ე.წ. „უდოს“ მექანიზმით, ელექტრონული სამაჯურით, ნოემბერში.
  3. გამოიცეს ამნისტია, რომელიც შეეხება ოცი ივნისის საქმის მონაწილეებს – როგორც აქტივისტებს, ისე სამართალდამცავებს.
  4. ოპოზიციამ უხელმძღვანელოს 5 კომიტეტს პარლამენტში, მათ შორის, საბიუჯეტოსა და ადამიანის უფლებების.
  5. შეჩერდეს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი.
  6. პარტიების დაფინანსების საკითხზე მოხდეს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება.
  7. გენერალური პროკურორი დაინიშნოს პარლამენტის სრული შემადგენლობის ორი მესამედის მხარდაჭერით.
  8. ცესკოს თავმჯდომარე და შემადგენლობა დაინიშნოს ასევე ორი მესამედის მხარდაჭერით და მისი მოადგილე იყოს  ოპოზიციის წარმომადგენელი.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics