|
2021-03-30 16:49:59, 969 ნახვა
პოლიტიკა
ალეკო ელისაშვილი: კრიზისი ბასტი-ბუბუს დაემსგავსა - ვინც არ მოაწერს შეთანხმებას ხელს, ესეიგი სძულს ქვეყანა
ვინც არ მოაწერს შეთანხმებას ხელს, ესეიგი არ უყვარს და სძულს ქვეყანა, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრამდე, ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ალეკო ელისაშვილმა აღნიშნა, მოლაპარაკების პროცესში პასუხისმგებლობა, როგორც მმართველ გუნდს, ასევე ხელისუფლებას ეკისრება. „ეს კრიზისი უკვე იწილო- ბიწილოს და ბასტი -ბუბუს დაემსგავსა, სადაც გაჯიუტებული ბავშვები თავისას არ თმობენ. ორივე მხარეს ეკისრება პასუხისმგებლობა, რომ ეს კრიზისი ან ასე გადაწყდე, ან ისე. უხერხულია უბრალოდ ქვეყნის წინაშე და მეგობრების წინაშე, რაც მთავარია ხალხის წინაშეა სირცხვილი, რომ აქვთ რეალური პრობლემები და ამ დროს, ნახევარი წელია მიდის ეს გაუთავებელი რაღაც. ჩამოვიდა ეს კაცი, კიდევ ერთხელ უნდა დაგვსვას და გვითხრას, იქნებ ხელი მოაწეროთ შეთანხმებას. დანიელსონს კი არ სჭირდება ეს შეთანხმება, ხალხს სჭირდება, ამიტომ ყველამ კეთილი უნდა ინებოს და ცოტა დათმოს. არ ვიცი ან „ქართული ოცნება“ რაზე წამოვა, ან ოპოზიცია რას დათმობს. გუშინ ძალიან მკაფიოდ თქვა დანიელსონმა, რომ მთავარია საარჩევნო სისტემის და მართლმსაჯულების რეფორმა, ეს არის ყველაზე მთავარი, ხალხიც ამას ამბობს და დავასრულოთ, დღეს ვისურვებდი, რომ იქიდან ორივე მხარე გამოვიდეს. ვინც არ მოაწერს შეთანხმებას, იმას ესეიგი არ უყვარს და სძულს ეს ქვეყანა“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)