|
2021-03-30 16:31:53, 584 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ ჯაფარიძე - თუ დანიელსონის დოკუმენტში არ იქნება საუბარი საარჩევნო ბარიერზე, დავფიქრდები, მოვაწერო თუ არა ხელი
თუ საარჩევნო ბარიერზე არ იქნება საუბარი, ვიფიქრებ, მოვაწერო თუ არა საერთოდ ხელი დოკუმენტს, - ამის შესახებ „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ კრისტიან დანიელსონის მედიაციით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გასამართ შეხვედრამდე, ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ზურაბ ჯაფარიძე აღნიშნავს, მნიშვნელოვანია, შეხვედრაზე იყო საუბარი პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაზე და ხელახალ არჩევნებთან მისასვლელ გზებზე. მანვე დასძინა, რომ აღნიშნული საკითხებზე შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, ოპოზიცია კრისტიან დანიელსონის მიწერ წარდგენილ დოკუმენტს, ხელს მოაწერს. „არ მაქვს საფუძველი, რომ განსაკუთრებულად ოპტიმისტურად შევდიოდე და არც იმის საფუძველი, რომ ვთქვა, რომ არაფერი არ გამოვა. უფრო სკეპტიკურად ვარ განწყობილი, მაგრამ დღეს არის განსხვავებული დღე, ყველა სხვა მოლაპარაკების დღესთან შედარებით, იმით, რომ მედიატორი პირველად დადებს საკუთარ წინადადებას. ან დავთანხმდებით ამ წინადადებებს, ან არა, გააჩნია რა იქნება. ვნახოთ რა პუნქტები დაიდება, თუ იქ იქნება პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი, მისასვლელი გზა არჩევნებამდე, ასევე ჩემთვის მნიშვნელოვანი რაც არის, საარჩევნო სისტემის ცვლილება, ბარიერის დაბლა დაწევა, მაშინ მგონია, რომ ოპოზიცია დათანხმდება ამას. სხვა შემთხვევაში, რა პოზიციაც ჰქონდა ოპოზიციას, იგივე აქვს ახლაც. „წითელი ხაზი“ რომ არ არსებობდეს, მოლაპარაკებებს აზრი არ ექნებოდა, „წითელი ხაზი“ არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ხელახალი არჩევნები, მაქამდე მისასვლელი გზა, პლებისციტი იყო შეთავაზებული ოპოზიციის მხრიდან. ჩემთვის მნიშვნელოვანია იყო საარჩევნო ბარიერის დაწევა, რამდენად იქნება ეს „წითელი ხაზი“ არ ვიცი, მაგრამ მინიმუმ ჩემთვის საფიქრალი იქნება, თუ ბარიერზე არ იქნება საერთოდ საუბარი, ვიფიქრებ, ხელი მოვაწერო თუ არა“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)