|
2021-03-27 16:49:34, 707 ნახვა
პოლიტიკა
სოზარ სუბარი - არაკეთილსინდისიერებაა, ერთ მხარეს დავაყენოთ მტერი და მოღალატე, მეორე მხარეს კი ადამიანი, რომელმაც ყველაფერი დადო ქვეყნისთვის
არაკეთილსინდისიერებაა, ერთ მხარეს დავაყენოთ მტერი, მოღალატე, კრიმინალი და მეორე მხარეს ადამიანი, რომელმაც ყველაფერი დადო ქვეყნის საკეთილდღეოდ, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, სოზარ სუბარი ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას. მისი თქმით, ვინც მსგავს შედარებებს აკეთებს, ან არ იცის საქართველოში არსებული ვითარება, ან ნაკლებად კეთლსინდისიერია მსგავს განცხადებებში და შეგნებულად ახდენს სიტუაციის დრამატიზებას. „დღეს ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ეს ორი ადამიანი დავაყენოთ ერთმანეთის საპირწონედ არის არასწორი. ადამიანი, რომელმაც ყველაფერი დადო ქვეყნისთვის და ადამიანი, რომელმაც გაყიდა ეს ქვეყანა, გაყიდვის მაგალითი არის, როდესაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მისმა გუნდა ხელი მოაწერა ევროპის საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას, რომლითაც საქართველოს დააბრალეს ომის დაწყება. ამის შემდეგ სააკაშვილი იძლეოდა ინტერვიუებს, რომ საქართველოს არაფერი დაუკარგავს რამდენიმე ქვაღორღიანი ადგილის გარდა. დავაყენოთ ერთ ადგილზე მტერი, მოღალატე, კრიმინალი და მეორე მხარეს ადამიანი, რომელმაც ყველაფერი დადო ქვეყნის საკეთილდღეოდ, არის არაკეთილსინდისიერი“, - განაცხადა სოზარ სუბარმა. ცნობისთვის, ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსის განცხადებით, გაცილებით ეფექტური იქნება, თუ არაფორმალური ლიდერები მონაწილეობას მიიღებენ მოლაპარაკებებში.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)