|
2021-03-27 15:41:02, 660 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - თუ ოპოზიცია რაიმე სახის კონსტრუქციულ ნაბიჯს გადმოდგამს, მოლაპარაკებები შედეგიანად დამთავრდება
ჩვენი მზაობა მოლაპარაკება შედგეს ყველაზე რადიკალურ ოპოზიციასთანაც კი, ისევ რჩება დღეს წესრიგში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, თუ ოპოზიცია რაიმე სახის კონსტრუქციული ნაბიჯს გადადგამს, მხარეებს შორის მოლაპარაკება შედეგიანად დამთავრდება. „ამ ფონზე, ჩვენი მზაობა მიუხედავად ყველაფრისა, მოლაპარაკება შედგეს ყველაზე რადიკალურ ოპოზიციასთანაც კი, ისევ რჩება დღეს წესრიგში, ყველა საკითხზე, რაც განსახილველად დევს მოლაპარაკების მაგიდასთან არსებობს, პირველი უკვე გადადგმული ნაბიჯები. თქვენ ნახეთ, ჩვენს მეირ ჩატარებული ბრიფინგები ბარიერთან დაკავშირებით და მის დაწევაზე, საარჩევნო რეფორმაზე, სასამართლო რეფორმაზე და ა.შ. ეს არის უკვე გადადგმული ნაბიჯები. გვაქვს მეორე ვარიანტი, ეს არის არაერთი კომპრომისული წინადადებები, განსხვავებით ოპოზიციისგან. ასევე გვაქვს მესამე საკითხის გადაწყვეტის გზები, რომელზეც იყო საუბარი, მათ შორის მოლაპარაკების მაგიდასთან. შესაბამისად ამისა, თუ ოპოზიციის მხრიდან გადმოდგმული იქნება რაიმე სახის კონსტრუქციული ნაბიჯი, ჩვენ შევძლებთ მოლაპარაკების შედეგიანად დამთავრებას და ეს არ არის მხოლოდ პარტიების ინტერესი. ქვეყნის ინტერესია ამ რთული გამოწვევების ფონზე, ჩვენ მივაღწიოთ შეთანხმებას, რათა ერთად გავაგრძელოთ მუშაობა, არა ასეთ დესტრუქციულ რეჟიმში, როგორც პანდემიისგან მიყენებული ზიანის, ეკონომიკური ზიანის აღმოფხვრაზე ასევე სხვა საკითხებზე, რომელიც მნიშვნელოვანია ქართული საზოგადოებისთვის“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)