01:50 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-25 18:25:42, 649 ნახვა

პოლიტიკა
ანრი ოხანაშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას“ არ სურს შეთანხმება და ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარება

„ნაციონალურ მოძრაობას“ არ სურს შეთანხმება და ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარება, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ანრი ოხანაშვილი არ გამორიცხავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა მოლაპარაკების მაგიდასთან ისეთი საკითხები მიიტანონ, რომლებიც მეტად შეუშლიან ხელს შეთანხმების მიღწევას.

„ნაციონალური მოძრაობა“ არის ჯგუფი, რომელიც ცდილობენ რადიკალური ინტერესების გატარებას და ეს გამოიხატება კონკრეტულ ქმედებებში, მათ არ სურთ შეთანხმება რომ შედგეს, ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ დამატებით გარკვეული საკითხები მათ დადონ მოლაპარაკებთა მაგიდასთან, რომ კიდევ უფრო მეტად შეუშალონ ხელი მოლაპარაკების მიღწევას. ეს საზოგადოებისთვისაც ცნობილია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ სურს, ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარება“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics