|
2021-03-25 16:46:52, 639 ნახვა
პოლიტიკა
კახა ოქრიაშვილი - იმედი მაქვს, გახარია არა ვინმეს პროექტი, არამედ დამოუკიდებელი მოთამაშე იქნება
იმედი მაქვს, გახარია არა ვინმეს პროექტი, არამედ დამოუკიდებელი მოთამაშე იქნება, - ამის შეაფასა პარტია „პროგრესი და თავისუფლების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, კახა ოქრიაშვილმა ექს-პრემიერის, გიორგი გახარიას განცხადება პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით. როგორც კახა ოქრიაშვილმა აღნიშნა, საქართველოში უკვე არსებობს მესამე, მეოთხე და მეხუთე პოლიტიკური ძალა, რომელიც დღეს სუსტია, თუმცა შესაძლოა უფრო ძლიერადაც მოგვევლინოს. „საქართველოში უკვე არსებობს მესამე ძალაც, მეოთხეც და მეხუთეც. ბევრი პოლიტიკური პარტიაა ქვეყანაში, რომელიც 3 %-იან ბარიერს გადასცდა. შეიძლება დღეს ისინი სუსტები არიან, რადგან 3 % აიღეს, მაგრამ ხვალ, შესაძლოა, უფრო ძლიერ ძალად მოგვევლინონ. რაც შეეხება ბატონ გიორგი გახარიას, მან უნდა აირჩიოს, სად იქნება მისი პარტია, თუკი ასეთს შექმნის. თუ გახარია დაფიქსირდება როგორც ოპოზიციური მოთამაშე და ოპოზიციური ძალა, ეს სხვა საკითხია. ხოლო, თუ ის იქნება „ქართული ოცნების“ მოკავშირე, ეს უკვე სულ სხვა მოცემულობაა. ამიტომ დაველოდოთ მოვლენებს, წინასწარ ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ იმედი მაქვს, ბატონი გიორგი გახარია არავის პროექტი არ იქნება და იქნება დამოუკიდებელი მოთამაშე. მეტიც, იმედია, საქართველოს პოლიტიკაში არცერთი პოლიტიკური ძალა არ იქნება ვინმეს პროექტი. „პროექტები“ ისედაც ძალიან ბევრია, ზოგი უკვე პარლამენტში ზის, ზოგი კი ახლა ემზადება პარლამენტში შესასვლელად და ეს ყველა ერთად ბიძინა ივანიშვილის პროექტია“, - განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)