|
2021-03-25 10:45:40, 750 ნახვა
პოლიტიკა
ბლინკენი/ბორელი - კოორდინირებულად გავუმკლავდებით რუსეთის ქცევას, აგრესიას საქართველოსა და უკრაინაში
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ასევე ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჟოზეფ ბორელმა ბრიუსელში შეხვედრა გამართეს, სადაც აშშ-ევროკავშირის ურთიერთობების განმტკიცების გზები განიხილეს და კოორდინაცია გაუწიეს პრიორიტეტულ საგარეო პოლიტიკას. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟოზეფ ბორელისა და ანტონი ბლინკენის ერთობლივი განცხადება გავრცელდა, სადაც აღნიშნულია, რომ მათ გადაწყვიტეს კოორდინირებულად გაუმკლავდნენ რუსეთის რთულ ქცევას, მათ შორის, საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიას. ამასთანავე, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისინი აპირებენ კოორდინირებულად გაუმკლავდნენ ჰიბრიდულ საკითხებს, მათ შორის საარჩევნო პროცესებში ჩარევას, დეზინფორმაციის გავრცელებას, მავნე კიბერ საქმიანობას. „მათ ასევე გადაწყვიტეს მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელება ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში, სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ჩათვლით, ყოვლისმომცველი რეფორმების ხელშესაწყობად“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)