|
2021-03-24 13:28:44, 780 ნახვა
პოლიტიკა
სენატორი შაჰინი: საქართველოში პროგრესი შეჩერებულია - ჩვენ ვიმუშავებთ რეზოლუციაზე და გავაკეთებთ ამას
პროგრესი შეჩერებულია, რადგან მხარეები არ არიან მზად დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან, - ამის შესახებ სენატორმა ჯინ შაჰინმა, „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა. მისი შეფასებით, მოლაპარაკების შეჩერება მხარეებს შორის არა საქართველოს და ქართველ ხალხს, არამედ რუსეთს და ქვეყნის მოწინააღმდეგეებს ეხმარება. „ვიცით, რომ სიტუაცია მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასა“ და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ შორის ჩიხშია. ჩვენ გვინდოდა ძალიან მკაფიოდ გვეჩვენებინა, რომ საქართველოს მიმართ ორპარტიული მხარდაჭერაა. ბოლო ათწლეულის განმავლობაში პროგრესი იყო დემოკრატიზაციის მიმართულებით, მაგრამ არ გვსურს, რომ პროგრესი შეჩერდეს. ახლა ეს პროგრესი შეჩერებულია იმის გამო, რომ მხარეები არ არიან მზად დასხდნენ მაგიდასთან და მიაღწიონ შეთანხმებას. ეს არ ეხმარება საქართველოს და ქართველ ხალხს. ეს მხოლოდ რუსეთს და საქართველოს მოწინააღმდეგეებს ეხმარება“, - განაცხადა ჯინ შაჰინმა. ამასთანავე, სენატორმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ მხარს უჭერს საქართველოში კრიზისთან დაკავშირებით რეზოლუციის მიღებას. „მოსმენის მიზანი იყო, ცხადად გვეჩვენებინა ის, რომ ახლოს ვაკვირდებით, რაც საქართველოში ხდება. არსებობს ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერა. თუ მოუსმინეთ გამხსნელ სიტყვებს - ჩემი, დემოკრატი თავმჯდომარის, რესპუბლიკელი უფროსი წევრის, ასევე სრული კომიტეტის უფროსი რესპუბლიკელის განცხადებებს, ისინი თითქმის იდენტური იყო. ჩვენ ყველას გვსურს საქართველო წინ წავიდეს. მაგრამ საქართველო მაგიდასთან უნდა დაჯდეს და გამოსავალი მონახოს. სენატორი ჯონსონი სენატის რეზოლუციის მიღების წინადადებით გამოვიდა. მე ამ წინადადებას მხარს ვუჭერ. ჩვენ ამაზე ვიმუშავებთ და ჩვენ ამას გავაკეთებთ“, - დასძინა სენატორმა. შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტში მოსმენა გაიმართა, თემაზე „დემოკრატიის განმტკიცება საქართველოში“.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)