|
2021-03-24 12:33:12, 577 ნახვა
პოლიტიკა
ჯიმ რიში: ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანაზე პასუხისმგებელი „ქართული ოცნებაა“ - ეს კონფლიქტი კარს უხსნის რუსეთს
„ქართული ოცნებას“ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს ამ კრიზისიდან გამოყვანაზე, - ამის შესახებ რესპუბლიკელმა სენატორმა, ჯიმ რიშმა აშშ-ის სენატის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის ქვეკომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს საკითხზე იმსჯელეს. როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში არსებული კონფლიქტი მხოლოდ ვნებს ქართველ ხალხს და კარს უხსნის რუსეთს. „მინდა, ხაზი გავუსვა, რომ მმართველ პარტია „ქართული ოცნებას“ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს ამ კრიზისიდან გამოყვანაზე. ეს კონფლიქტი მხოლოდ ვნებს საქართველოსა და ქართველ ხალხს და კარს უხსნის რუსეთს. ვიცი, რომ ჩვენი ელჩი თბილისში, კელი დეგნანი და საელჩოს გუნდი მუშაობენ დაუღალავად, რათა ხელი შეუწყონ ორ მხარეს შორის მოლაპარაკებების გაუმჯობესებას. ძალიან ვაფასებ მათ ძალისხმევას, თუმცა, როგორც ვხვდები, იყო ოდნავი უკუსვლა. მოვუწოდებ მათ ფასილიტაციის გაგრძელებისკენ. ასევე, მოვუწოდებ ხელისუფლებას, გულწრფელად ჩაებან მოლაპარაკებების პროცესში და სცადონ კრიზისის დაძლევა. საქართველოსთვის ახლა კრიტიკული მომენტია. თუ ის ვერ შეძლებს დემოკრატიის ამუშავებას ახლა, მაშინ არ ვიცი როდის შეძლება ამას. საქართველო დაკარგავს შესაძლებლობას შეუერთდეს ევროატლანტიკურ ინსტიტუტებს, საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა მოილაპარაკონ და დაასრულონ კრიზისი და შეთანხმდნენ საჭირო რეფორმებზე, რომელიც გააუმჯობესებს საქართველოს მომავალს“, - განაცხადა ჯიმ რიშმა.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)