|
2021-03-23 17:02:21, 616 ნახვა
პოლიტიკა
ალეკო ელისაშვილი - გაგვიმართლა, რომ ჩვენს ქვეყანას ჰყავს მეგობრები, რომლებიც არ გვაძლევენ საშუალებას, ერთმანეთი ბოლომდე დავჭამოთ
კიდევ კარგი, ჩვენს ქვეყანას ჰყავს ისეთი მეგობრები, რომლებიც არ გვაძლევენ საშუალებას, ერთმანეთი ბოლომდე დავჭამოთ, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მოლაპარაკება უნდა დასრულდეს შეთანხმებით და არა იმით, რომ იქ ვიღაცამ ვიღაცა დაჯაბნოს და ხელი გადაუწიოს. „კიდევ კარგი, გაგვიმართლა და ჩვენს ქვეყანას ჰყავს ისეთი მეგობრები, რომლებიც არ გვაძლევენ საშუალებას, ერთმანეთი ბოლომდე დავჭამოთ. არ გვაძლევენ საშუალებას, რომ ქვეყანა შუაზე გავგლიჯოთ და ჩიხში შევიყვანოთ. კიდევ კარგი, რომ გვყავს ისეთი მეგობრები, ამ შემთხვევაში ევროკავშირის სახით, რომ ცდილობენ, დაგვსვან მაგიდასთან და ეს ჩვენი შეუთანხმებელი წახნაგები როგორმე დაამრგვალონ და შეთანხმებამდე მიგვიყავნონ. მადლობა ამ გარჯისთვის. იმედი მაქვს, რომ მოლაპარაკებები ამ ჯერზე მაინც შედეგით დასრულდება და საზოგადოებაში ისევ ის დიდი იმედგაცრუება არ იქნება. ყველამ კარგად უნდა გავიზაროთ, რომ ჩვენს ზურგსუკან არის ხალხი და შევწყვიტოთ ამ ქვეყნის ჯანჯღარი. „რადგან მე ასე მინდა, ასე უნდა მორჩეს“, ეს ასე არ ხდება. ხელის გადაწევა არ არის მოლაპარაკებები, მოლაპარაკება უნდა დასრულდეს შეთანხმებით და არა იმით, რომ იქ ვიღაცამ ვიღაცა დაჯაბნოს და ხელი გადაუწიოს“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. შეგახსენებთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი მიმდინარე კვირის ბოლომდე საქართველოში დაბრუნდება.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)