|
2021-03-20 13:42:38, 671 ნახვა
პოლიტიკა
Washington Examiner - საქართველოში პოლიტიკური პროცესი ევროკავშირმა ვერ წარმართა, დროა აშშ ჩაერიოს
საქართველოში აშშ-მა უნდა წარმართოს პოლიტიკური პროცესი, რაც არ გამოუვიდა ევროკავშირს, - ამ სათაურით გამოცემა Washington Examiner-ი ტომ როგანის წერილს აქვეყნებს, სადაც ის ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისსზე საუბრობს. ტომ როგანის შეფასებით, საქართველოში პოლიტიკური დიალოგის ჩაშლა ვლადიმერ პუტინისთვის მოულოდნელი გამარჯვებაა, ადამიანის უფლებებისთვის, დემოკრატიისთვისა და ევროკავშირისთვის კი, მნიშვნელოვანი მარცხი. „ევროკავშირის შუამავლობით ჩატარებული ერთკვირიანი დისკუსიების შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციამ ვერ მიაღწიეს შეთანხმებას. კრიზისიდან გამოსასვლელად მოლაპარაკებები მას შემდეგ დაიწყო, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, ნიკა მელია დააპატიმრეს. ყალბი იურიდიული საფუძვლით განხორციელებული დაპატიმრება მთავრობის ავტორიტარული კონსოლიდაცია იყო“, - წერს ტომ როგანი. სტატიის ავტორი აცხადებს, რომ ნიკა მელიას დაპატიმრება იმდენად საგანგაშო იყო ქართული დემოკრატიისთვის, რომ პროტესტის ნიშნად, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა. „ახლა ფორმალურად პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილია, მთავრობას კი, რეალურად მეფე მართავს, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი. ბიძინა ივანიშვილი კაპიტალისტია, რომელმაც მოიპოვა პუტინის კეთილგანწყობა, უგულებელყო ოპოზიციური სპექტრი და ახლა ის კანონის უზენაესობას უთხრის ძირს. ოლიგარქის ნეგატიური გავლენა იგრძნობა როგორც ადამიანის უფლებების, ასევე ეკონომიკურ სფეროებში“, - წერს სტატიის ავტორი. ტომ როგანი წერს, რომ მიუღწეველი შეთანხმება მხარეებს შორის სერიოზული მარცხია ევროკავშირის სანდოობითვის. „ევროკავშირის, კერძოდ კრისტიან დანიელსონის შუამავლობით გამართული მოლაპარაკებები, სწორედ ზემოთაღნიშნული საკითხების მოგვარებისკენ იყო მიმართული, თუმცა ვერ მოხერხდა შეთანხმების მიღწევა. მთავრობამ უარი თქვა ნიკა მელიას გათავისუფლებაზე, ასევე ახალი არჩევნების დანიშვნაზე. ერთადერთი, რასაც ევროკავშირმა თბილისში მიაღწია, მუსიკალური ვიდეოს გამოშვებაა, რომელშიც კრისტიან დანიელსონი შენობის ირგვლივ სეირნობს. ეს სერიოზული მარცხია ევროკავშირის სანდოობისთვის. როგორც ერთხელ ევროკავშირის ერთ-ერთმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა, Financial Time-ს განუცადა, „თუ ჩვენ ვერ შევინარჩუნებთ ამიერკავკასიის მცირე ქვეყანას, რომელსაც სურს ჩვენს ორბიტრზე ყოფნა, მაშინ რა ჯანდაბა შეგვიძლია?“, - აღნიშნულია სტატიაში. ტომ როგანი აცხადებს, რომ აშშ-ს აქვს მნიშვნელოვანი ეკონომიკური ბერკეტი, მათ შორის უშუალოდ ივანიშვილზე, რომლის განხორციელებაც შეუძლია. „აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი დაუყოვნებლივ უნდა ჩავიდეს თბილისში. თუ მისი მხრიდან ეს არ შესრულდა, იქნება პროდასავლური ხალხის მისწრაფებების უგულებელყოფა, რაც კიდევ უფრო გაზრდის პუტინის ნეკროზულ გავლენას“, - აღნიშნულია სტატიაში.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)