|
2021-03-20 12:14:00, 2098 ნახვა
პოლიტიკა
ოპოზიცია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის და უწყვეტ პროტესტს აანონსებს
ოპოზიცია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის და უწყვეტ პროტესტს აანონსებს, - სამოქმედო გეგმა რუსთაველზე, პარლამენტთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა გააჟღერა. როგორც ზაალ უდუმაშვილმა აღნიშნა, ოპოზიცია ჩავა ყველა ქალაქში, სოფელში და დაარწმუნებს მოქალაქეებს, რომ ბრძოლას აქვს აზრი. მისივე თქმით, საბოლოო, ყველაზე მასშტაბური აქცია, 15 მაისს გაიმართება. „ჩვენ პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც "ქართული ოცნების" მიერ დათვლილი შედეგებითაც კი, საქართველოს უმრავლესობამ დაუჭირა მხარი, ვაცხადებთ, რომ ჩვენს უკან საქართველოა, ქვეყნის ევროპული მომავალი, რომლისთვისაც იბრძოდნენ ჩვენი თანამოქალაეები საუკუნეების განმავლობაში, ჩვენს უკანაა სახელმწიფოს იდეა, რომელიც დაფუძვნებულია თანასწორობაზე და რომლის მხედვითაც წარსულს უნდა ჩავაბაროთ ხელისუფლების მიტაცება არჩევნების გზით. ამ წუთიდან, ოპოზიცია გადადის მუშაობის საგანგებო რეჟიმზე, რაც ითვალისწინებს, რომ ჩვენ ჩავალთ ყველა ქალაქში, სოფელში, შევალთ ყველა ოჯახში და დავარწმუნებთ ჩვენს მოსახლეობას, რომ ამ ბრძოლას ნამდვილად აქვს აზრი, რადგან ჩვენს უკან არისი სიმართლე. ამ პერიოდში განმავლობაში გაიმართება არაერთი აქცია, როგორც თბილისში, ისევე რეგიონებში, თუმცა ბოლო, 15 მაისს შევიკრიბებით აქ. პროტესტის უწყვეტ რეჟიმზე, რომელიც საბოლოოდ მიგვიყვანს იმ გამარჯვებამდე, რომელიც ქვეყანას მოუტანს სასიკეთო ცვლილებებს“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)