|
2021-03-19 14:36:36, 508 ნახვა
პოლიტიკა
სალომე სამადაშვილი - ევროპელი პარტნიორები საჯარო განცხადებებში ბევრად მკვეთრი უნდა ყოფილიყვნენ
ევროპელი პარტნიორები საჯარო განცხადებებში უნდა ყოფილიყვნენ ბევრად უფრო მკვეთრი, რათა ღარიბაშვილს ეგრძნო ზეწოლა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების პროცესში შარლ მიშელის წარუმატებლობას გარკვეული მოთამაშეები ევროპაშიც ელოდებოდნენ. „მე მიმაჩნია, რომ პირველ რიგში პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს მიუხედავად იმისა, რომ მას დახურულ კარს მიღმა უთხრეს არაერთი მნიშვნელოვანი გზავნილი, საჯარო განცხადებებში ჩვენი ევროპელი პარტნიორები უნდა ყოფილიყვნენ ბევრად უფრო მკვეთრი იმისთვის, რომ პრემიერ-მინისტრს ეგრძნო ზეწოლა. ბატონ ბორელს და მიშელს შორის ცოტათი დისონანსი ჩანს იმიტომ, რომ ისინი სხვადასხვა განშტოებას წარმოადგენენ, როგორც პოლიტიკური ჯგუფების თვალსაზრისით, ასევე ინსტიტუციურად ევროკავშირში. ბატონი მიშელის წარუმატებლობას ამ პროცესში სამწუხაროდ, ალბათ, ელოდებოდნენ გარკვეული მოთამაშეები ევროპაშიც. მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ პასუხისმგებლობა ამ ჩაშლილ მოლაპარაკებებზე მიუხედავად ევროკავშირის ყველა ინსტიტუციური პრობლემებისა, ეკისრება „ქართულ ოცნებას“ და მათ მოეთხოვებათ ამაზე პოლიტიკური პასუხი“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა. ცნობისთვის, გუშინ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მიმდინარე 9-საათიანი შეხვედრა შეთანხმების გარეშე დასრულდა.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)