|
2021-03-19 10:02:53, 493 ნახვა
პოლიტიკა
ლავროვი დილას სიცილით მოკვდება - სალომე სამადაშვილი მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის ჩაშლილ მოლაპარაკებებს ეხმაურება
ლავროვი დილას სიცილით მოკვდება, - ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულებას. როგორც სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს, „ბორელმა ირაკლის თავზე ხელი ცოტა რბილად წამოარტყა, მიშელმა კი საჯაროდ ყური არ აუწია“. „ამ ამბის მოკლე ისტორია პოპულარულ ენაზე ასე გამოიყურება: ევროკავშირის საგარეო მინისტრი, ესპანელი სოციალისტი, ბორელი ჩავიდა მოსკოვში, დაამცირეს და გამოუშვეს. ბელგიელმა ლიბერალმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, მიშელმა გადაწყვიტა ევროკავშირის რეპუტაცია დაეცვა, რუსეთის სამეზობლოში ევროკავშირის მნიშვნელობა ეჩვენებინა, მათ შორის საქართველოში კრიზისის მოგვარებით. ამ დროს, ღარიბაშვილი ჩავიდა ბრუსელში, სადაც ბორელმა ირაკლის თავზე ხელი გადაუსვა საჯაროდ, ისე, ცოტა რბილად წამოარტყა, სასამართლო არ გივარგათო. მიშელმა კი, ბევრი შეხვედრის მიუხედავად, სამწუხაროდ, საჯაროდ ყური არ აუწია, გაუფრთხილდა. ჩამოვიდა სამშობლოში რა „იკა“, გადაწყვიტა მიშელის წარმომადგენელი სახლში ხელცარიელი გაეშვა. ბატონი ბორელი, რომელსაც სულაც არ მიაჩნია, რომ მოსკოვში ევროპა დაამცირეს მისი ვიზიტისას და ვერ გაიგო, რატომ გამოესარჩლა მიშელი, ირონიულად გაიღიმებდა - ვერც მიშელმა დაუმტკიცა რუსეთს, რომ რუსეთის უკანა ეზოში „დიდი ბიჭი“ ევროპააო. ლავროვი კი, დილას სიცილით მოკვდება“, - წერს სალომე სამადაშვილი. ცნობისთვის, გუშინ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მიმდინარე 9-საათიანი შეხვედრა შეთანხმების გარეშე დასრულდა.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)