|
2021-03-17 14:04:54, 496 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - ყველამ იცის, რომ არჩევნები სამართლიანი იყო, მხოლოდ ბოკერია და სააკაშვილი ვერ დავარწმუნეთ
უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საკითხს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს „ჩახურული, გადაშლილი ფურცელი და დამთავრებული ამბავია“. როგორც მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ცივილიზებულმა სამყარომ იცის, რომ საქართველოში სამართლიანი და თავისუფალი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. მისივე თქმით, სამართლიანი არჩევნების ჩატარებაში მხოლოდ გიგა ბოკერია და მიხეილ სააკაშვილი ვერ დაარწმუნეს. „ჩახურული ფურცელია, გადაშლილი, დამთავრებული ამბავია და ყველამ იცის თანამედროვე, ცივილიზებულ სამყაროში, რომ არჩევნები სამართლიანი და თავისუფალი იყო, ყველა ამას ლაპარაკობს, ვერ დავარწმუნეთ, მხოლოდ ბატონი გიგა ბოკერია და მიხეილ სააკაშვილი. როდესაც ოპოზიცია იმ დღეშია, რომ სადღაც რაღაც ეწერა და სადღაც რაღაც ითქვა, აი ამაზე არის ჩამოსული ბოკერიას და სააკაშვილის მესიჯბოქსი, რომელიც დილიდან გაიშალა, ეს ასე არ არის. სამართლიანია განცხადებებით, კონკურენტულია, თავისუფალია დასკვნებით. ეს ყველაფერი ერთობლიობაში მგონი გვაძლევს იმის თქმას საშუალებას, რომ ლეგიტიმურია საერთო ჯამში. ლეგიტიმურია მთელი მსოფლიოსთვის, დასავლეთისთვის, ცივილიზებული სამყაროსთვის და არალეგიტიმურია მიხეილ სააკაშვილისთვის და გიგა ბოკერიასთვის. ბოკერია რომ ცდება, სააკაშვილი რომ სცდება დასავლეთს თავის მესიჯბოქსში ეს სამწუხაროა მათთვის, მაგრამ ამ ქვეყანაში საზოგადოება ჩამოყალიბდა და შეთანხმდა, რომ არჩევნების ლეგიტიმაციასთან კითხვა არ არსებობს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
BOG-ის ESG და მდგრადობის ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ Partnership 4SDGs ფორუმზე ისაუბრა
ჩაქვში მატარებელმა 35 წლის მამაკაცს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)