|
2021-03-16 14:01:47, 520 ნახვა
პოლიტიკა
ლევან იოსელიანი - როგორც აღმოჩნდა, თავდასხმა მარტო ალეკო ელისაშვილზე შეიძლება, მასზე, ასე ვთქვათ, ხსნილია
ვიდრე მოლაპარაკების პროცესი მიდის, ზედმეტი თავდასხმებისგან ოპოზიციაზე თავი შეიკავეთ, როგორც აღმოჩნდა, მარტო ალეკოზე შეიძლება, მასზე, ასე ვთქვათ, ხსნილია, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა. ლევან იოსელიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით ისაუბრა. „საარჩევნო რეფორმაზე მინდა ორი სიტყვა მოგახსენოთ. ნამდვილად მეამაყება, რომ ერთ-ერთი ინიციატორი და ავტორი ვარ იმ დოკუმენტის, რომლის ინიცირებაც მოხდა პარლამენტში. მიმაჩნია, რომ ის საარჩევნო რეფორმა, რომელიც ჩვენ წამოვიწყეთ, რის გამოც შემოვედით პარლამენტში, არის საშვილიშვილო, საშვილიშვილოდ გამოასწორებს ბევრ პრობლემას, რომელიც ამ ქვეყანაში იყო დაგროვილი. მიმაჩნია, რომ ამ რეფორმის შემდეგ არჩევნები იქნება ბევრად უფრო გამჭირვალე და ჩვენი მოქალაქეებისთვის არჩევნების შემდგომი დღე აღარ იქნება ერთმანეთთან დაპირისპირების საფუძველი. აქ ჰეითერობაზე იყო საუბარი და ვიზიარებ სრულიად ამ პათოსს, რადგანაც სწორედ ამ სიძულვილის ენამ მიგვიყვანა იქამდე, რომ დღეს ევროკავშირის ჩართულობითაც კი, აშშ-ის ჩართულობითაც კი გვიჭირს ქართველებს ერთმანეთთან საუბარი და საერთო ენის გამონახვა. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, თავი შევიკავოთ, ვიდრე ასეთი მძიმე მოლაპარაკებების პროცესი მიდის, ზედმეტი თავდასხმებისგან ოპოზიციაზე. აი, მარტო ალეკოზე შეიძლება, როგორც აღმოჩნდა, რადგანაც ის აქ არის და მასზე, ასე ვთქვათ, ხსნილია“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.
ქარელის და მასრნერულის საბავშვო ბაღებში ბავშვებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცს აჭმევდნენ
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)