|
2021-03-16 13:22:36, 491 ნახვა
პოლიტიკა
ალეკო ელისაშვილი - თორნიკე რიჟვაძეს თუ მისცემ ქრთამს, დაიდგამს თავზე კორპუსს და ისე ივლის, ნამუსი არ შეაწუხებს
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს ბათუმში 19 სართულიანი კორპუსის მშენებლობასთან დაკავშირებით თხოვნით მიმართა. როგორც მან აღნიშნა, ადამიანები, რომლებიც ბათუმის ბულვარში მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ, მზად არიან დედაქალაქში ჩამოვიდნენ და პარლამენტის თავმჯდომარეს ნებისმიერ ფორმატში შეხვდნენ. „ბათუმში გახლდით. ბათუმში ყველამ ვიცით, რომ მიდის გაშმაგებული მშენებლობები. თავისთავად მშენებლობა და განვითარება კარგია, მაგრამ ძალიან ცუდია ქაოსი, უპატრონობა და განუკითხაობა. ბათუმის გენგეგმა ღმერთმა უწყის მერამდენედ ჩავარდა, 1 კვირის წინაც ჩავარდა. გენგეგმა ჩავარდა, მაგრამ მშენებლობები არ ჩერდება და მიდის და მიდის კოსმოსში კორპუსები. ვისაც რაც უნდა იმას აშენებს, სადაც უნდა იმას აშენებს, როგორც უნდა ისე აშენებს და კაცი მომკითხავი არ არის. ბათუმში ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის მე-19 საუკუნის ბოლოს გაშენებული ბულვარი, რომელსაც აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. ეს იმას ნიშნავს, რომ იქ არაფრის აშენება არ შეიძლება, არადა 19 სართულიანი კორპუსი შენდება. სამი თვეა ბათუმელები აპროტესტებენ. სამი თვეა მათ ყურს არავინ არ უგდებს, როგორც ჩანს ბატონ თორნიკე რიჟვაძეს თუ მისცემ ქრთამს, დაიდგამს თავზე კორპუსს და ისე ივლის, არ შეაწუხებს საერთოდ ნამუსი. სამი სართულის ნებართვა გაიცა იმ ადგილას და სამი უკვე 19-მდე ავიდა. როგორც ჩანს საკრებულო აბსოლუტურად ნომინირებულია ბათუმში, მერია ნომინალურია, უმაღლესი საბჭო საერთოდ არაფერს არ აკეთებს. ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, ბატონო არჩილ, მსურს თქვენ გადმოგცეთ ჩემი და ქუჩაში მდგომი ბათუმელების თხოვნა, ნებისმიერი ფორმატით პარლამენტში დავნიშნოთ შეხვედრა, რომ ადამიანებმა წარმოადგინონ არგუმენტები კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაულის შესახებ, ვინაიდან ძეგლში მშენებლობა არის სისხლის სამართლის დანაშაული. მოვუსმინოთ მათ, ეს ადამიანები მზად არიან, რომ ჩამოვიდნენ და საკუთარი არგუმენტები გააცნონ მთელ საზოგადოებას. ბათუმი სადღაც გადაკარგულში ხომ არ არის, თითოეული ჩვენგანის წუხილი და ჯერჯერობით თითოეული ჩვენგანის სიამაყეა, სანამ ბოლომდე დაგვიკარგავს ამ ქაოტური და აღვირახსნილი მშენებლობებით“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ქარელის და მასრნერულის საბავშვო ბაღებში ბავშვებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცს აჭმევდნენ
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)