22:02 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-13 15:17:44, 805 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - ნიკა მელიას საქმეზე არათუ სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას, არამედ წინა დღეებშიც ვმსჯელობდით

„უფრო მეტი აღიარება და სკანდალურობა მინდა შევძინო ამ ყველაფერს - არათუ სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას, არამედ წინა დღეების განმავლობაშიც კი ვმსჯელობდით ნიკა მელიას საქმეზე“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მდინარაძე ამბობს, სასამართლოს აღსრულების საკითხზე მსჯელობა როგორც პოლიტსაბჭოზე ასევე უმრავლესობის სხდომაზეც მიმდინარეობდა.

„უფრო მეტი აღიარება და სკანდალურობა მინდა შევძინო ამ ყველაფერს - არათუ იმ დროს, როცა სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა, არამედ წინა დღეების განმავლობაშიც კი ვმსჯელობდით ამაზე. იყო ორი ვერსია - სასამართლო პროკურატურის მიმართვას ან დააკმაყოფილებდა, ან არა. ერთ-ერთი ვერსიის აღსრულებაზე ვმსჯელობდით. პოლიტსაბჭოზე კი არა უმრავლესობის სხდომაზეც გვქონდა დღეებით ადრე ამაზე საუბარი და ეს სკანდალური აღიარება მინდა დავამატო“, - განაცხადა მამუკა მდინარაძე.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ქარელის და მასრნერულის საბავშვო ბაღებში ბავშვებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცს აჭმევდნენ
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics