21:07 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-12 14:34:28, 457 ნახვა

პოლიტიკა
გია ვოლსკი - შავ ტანსაცმელში გამოწყობილი, ტრაურით გამოსული ჟურნალისტების განცხადებები რეალობას არ შეესაბამება

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი „ტვ პირველთან“ დაკავშირებულ ინფორმაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ შავ ტანსაცმელში გამოწყობილი, ტრაურით გამოსული ჟურნალისტების განცხადებები რეალობას არ შეესაბამება.

ვოლსკიმ ისაუბრა მედია თავისუფლების შესახებ და აღნიშნა, რომ მას არანაირი საფრთხე არ ემუქრება.

„სასამართლოდან შაბლონური ტექსტის მიღება ჩვეულებრივი ამბავია და არავის უნდა გაუკვირდეს. როცა საქმე მასალების მოპოვებას ეხება, რასაკვირველია, სასამართლო არ ითვალისწინებს კონკრეტულ დაწესებულებას ან პოლიტიკურ მიზანშეწონილობას. ტელევიზია გამოძიებასთან თუ თანამშრომლობს, შეჭრაზე საუბარი პოლიტიკურად ანგაჟირებული და ოდნავ სასაცილოცაა, რადგან გვახსენებს, რომ სააკაშვილის პერიოდში მედიათავისუფლების ინდექსით, ქვეყანა 104-ე ადგილზე იყო და 31 პუნქტით ჩამორჩებოდა შევარდნაძის პერიოდის ინდექსს. მედიათავისუფლებას არაფერი ემუქრება და მით უმეტეს, შავ ტანსაცმელში გამოწყობილი, ტრაურით გამოსული ჟურნალისტების განცხადებები არანაირად არ შეესაბამება იმ რეალობას, რომელიც საქართველოში არსებობს“, - განაცხადა ვოლსკიმ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ქარელის და მასრნერულის საბავშვო ბაღებში ბავშვებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცს აჭმევდნენ
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics