19:32 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-09 10:12:15, 515 ნახვა

პოლიტიკა
გურამ გურამიშვილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

გურამ გურამიშვილი, რომელიც მანამდე სს „საქართველოს რკინიგზაში" სატვირთო გადაზიდვების დირექტორის თანამდებობას იკავებდა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.

გურამ გურამიშვილს საქართველოს სატრანსპორტო სფეროში საქმიანობის დიდი ხნის გამოცდილება აქვს. ის 1995 - 2021 წლებში საქმიანობდა სს „საქართველოს რკინიგზაში" სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე.

მინისტრის მოადგილეს დამთავრებული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო ფაკულტეტი. მას მინიჭებული აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ქარელის და მასრნერულის საბავშვო ბაღებში ბავშვებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცს აჭმევდნენ
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics