19:32 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-08 13:47:47, 641 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი ფარულ აუდიოჩანაწერებზე - რა გამოძიება უნდა დაიწყოს, სისულელეა

რა გამოძიება უნდა დაიწყოს, სისულელეა, - ამის შესახებ პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რითიც ფარული აუდიოჩანაწერების გავრცელებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, საზოგადოება უნდა დაფიქრდეს, რომ ეს ყველაფერი სიკეთეს არ მოგვიტანს.

„ყველაფერი გამოეცალათ ხელიდან და რაღაც ჩანაწერებზე აქვთ აქცენტი. რა გამოძიება, ხალხო? – ევროკავშირი, ამერიკა, ეუთო/ოდირი ყველა აღიარებს, რომ არჩევნები იყო შესაბამისი, კონკურენტუნარიანი, თავისუფალი და გაყალბებაზე არავინ არ საუბრობს. გამარჯვებული პარტია ვართ, რომელსაც მილიონამდე ადამიანმა ხმა მისცა. ეს თემები ვერ ააგორეს, ადამიანი ციხეში ძალით ჩაჯდა, რომ მსოფლიო სკანდალი გამოეწვია იმისთვის, ნახეთ, როგორ დევნიან მოწინააღმდეგეს. ყველაფერი ხელმოცარულია და ახლა ჩანაწერებზე საუბარი დაიწყეს. მინდა ყველა ერთად დავფიქრდეთ, საზოგადოება, რომ ეს სიკეთეს არ მოგვიტანს. რა გამოძიება, სისულელეა, რა გამოძიება უნდა დაიწყოს“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ქარელის და მასრნერულის საბავშვო ბაღებში ბავშვებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცს აჭმევდნენ
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics