17:57 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-02 13:35:48, 732 ნახვა

პოლიტიკა
ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიცია დე ფაქტო მთავრობასა და საქართველოს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებს აპროტესტებს

ოკუპირებულ აფხაზეთში ვეტერანთა ორგანიზაცია „არუა“ დე ფაქტო მთავრობასა და საქართველოს ხელისუფლებას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებს აპროტესტებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთის ოპოზიციამ მოუწოდა მათ მხარდამჭერებს, რომ დღეს, ადგილობრივი დროით 12:00 საათზე სოხუმის ცენტრში შეიკრიბონ და „ჩინოვნიკების მოგზაურობა საქართველოში და ვიდეო აფხაზეთის მტრების სადღეგრძელოთი“ გააპროტესტონ.

ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის სახალხო მოძრაობამ გაავრცელა განცხადება, რომელიც ეხება საქართველოში აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერის თანაშემწის ბენურ კვირაიას ვიზიტს ქვეყანაში და მის კომუნიკაციას ქართულ მხარესთან „პირდაპირი ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების დამყარების შესახებ“.

ამასთანავე, გავრცელდა ვიდეო, სადაც ბენურ კვარაია ამბობს სადღეგრძელოს, რომელიც ოპოზიციამ შეაფასა, როგორც „გრძელი ტირაჟის წარმოთქმა ძმობასთან დაკავშირებით და ქართველი ხალხისთვის ისტორიის გაზიარება“.

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა, ასლან ბჟანიამ „წითელი ხაზი გადაკვეთა“.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ქარელის და მასრნერულის საბავშვო ბაღებში ბავშვებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცს აჭმევდნენ
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics