17:49 - 07 Jul, 2026
|
2021-02-27 10:59:25, 540 ნახვა
მსოფლიო
აშშ-მა შესაძლოა რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესოს
აშშ-მა შესაძლოა რუსეთს დამატებითი სანქციები მომდევნო კვირებში დაუწესოს, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ სანქციების შესაძლო დაწესება უკავშირება ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებულ არჩევნებს. ფსაკის თქმით, ეროვნული უსაფრთხოების სამსახური მუშაობს იმის დასადგენად, ჩაერია თუ არა რუსეთი გასულ წელს ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში. როგორც მედია იუწყება, აშშ განიხილავს იმასაც, რომ ავღანეთში ამერიკელი სამხედროების მკვლელობის საქმის გამოც დაუწესონ რუსეთს სანქციები.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)