17:48 - 07 Jul, 2026
|
2021-02-27 09:56:36, 1216 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის დაზვერვის სამსახური - ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობაზე თანხმობა საუდის არაბეთის პრინცმა გასცა
ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობაზე თანხმობა საუდის არაბეთის პრინცმა გასცა, - ამის შესახებ აშშ-ის დაზვერვის სამსახურმა განაცხადა. როგორც „ბიბისი“ წერს, სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ მოსალოდნელია სანქციები, რომლის ფარგლებშიც შტატების ტერიტორიაზე შესვლა 76 პირს აეკრძალება. „შეზღუდვას დავუწესებთ ყველას, ვინც ჟურნალისტებსა და აქტივისტებზე თავდასხმაში იყო ჩართული“, - განაცხადა ბლინკენმა. ცნობისთვის, საუდის არაბეთის მთავრობის კრიტიკოსი, ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი 2018 წლის ოქტომბერში სტამბოლში, საუდის არაბეთის საელჩოში მოკლეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)