|
2021-02-26 11:36:27, 1569 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის ავიაციამ სირიაში ირანისგან მხარდაჭერილი მებრძოლების სამხედრო ინფრასტრუქტურა დაბომბა
აშშ-ის ავიაციამ აღმოსავლეთ სირიაში ირანისგან მხარდაჭერილი მებრძოლების სამხედრო ინფრასტრუქტურა დაბომბა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ალჯაზირა“ ავრცელებს. „პრეზიდენტ ბაიდენის მითითებით, აშშ-ს სამხედრო ძალებმა ამ საღამოს ადრე აწარმოეს საჰაერო თავდასხმები ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ, რომელსაც იყენებენ ირანის მიერ მხარდაჭერილი მებრძოლი ჯგუფები აღმოსავლეთ სირიაში”, - განაცხადა პენტაგონის სპიკერმა ჯონ კირბიმ. კირბის თქმით, ავიაიერიშები ერაყში ამერიკელ და კოალიციურ პერსონალზე განხორციელებულ სარაკეტო დარტყმებზე პასუხი იყო. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, იერიში ერაყის საზღვრის მახლობლად ჯამში შვიდ სამიზნეზე მიიტანეს. არსებული ინფორმაციით, ავიაიერიშის შედეგად სულ მცირე 17 მებრძოლი დაიღუპა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)