|
2021-02-25 16:22:15, 645 ნახვა
მსოფლიო
თურქეთი სომხეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობას მკაცრად გმობს
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, თურქეთი სომხეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობას მკაცრად გმობს. როგორც ჩავუშოღლუ აღნიშნავს, კავკასიამ მოიპოვა სტაბილურობისა და მშვიდობის შანსი, რომელიც არ უნდა დაკარგოს. „მკაცრად ვგმობთ, სახელმწიფო გადატრიალებასა და გადატრიალების მცდელობებს, მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. კავკასიამ მოიპოვა სტაბილურობისა და მშვიდობის შანსი, რომელიც არ უნდა დაკარგოს“, - განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუ. შეგახსენებთ, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც გამოხატა მტკიცე პროტესტი გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და ნიკოლ ფაშინიანისა და მთავრობის გადადგომა მოითხოვეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)