|
2021-02-24 17:06:51, 779 ნახვა
პოლიტიკა
ევროპარლამენტარები - ერთადერთი გზა, რომლითაც საქართველო პოლიტიკური ჩიხიდან გამოვა, მხარეების უკან დახევა და დიალოგია
ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობების დელეგაციის თავმჯდომარე მარინა კალიურანდი და ევროპარლამენტის მომხსენებელი საქართველოს საკითხზე სვენ მიქსერი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს „ტვიტერზე“ ეხმაურებიან. ევროპარლამენტარები ერთობლივი განცხადებით მოუწოდებენ ხელისუფლებასა და ოპოზიციას, გადადგან ნაბიჯები პოლიტიკური დაძაბულობის დეესკალაციისთვის და დაუბრუნდნენ მოლაპარაკებებს. „მიუხედავად იმისა, რომ არ ვეთანხმებით ოპოზიციის ნაწილის არაკონსტრუქციულ და პროვოკაციულ ტაქტიკას, პროვოკაციებზე საპასუხოდ უდიდესი ოპოზიციური პარტიის ცენტრალურ ოფისში შეჭრა და მათი ლიდერის დაკავება სასარგებლო არ არის და კრიზისის დაძლევის გზას არ წარმოადგენს. ერთადერთი გზა, რომლითაც საქართველო პოლიტიკური ჩიხიდან ისე გამოვა, რომ ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს საფრთხე არ შეექმნება, მხარეების უკან დახევაა. მათ თავი უნდა შეიკავონ რიტორიკისა და ისეთი ქმედებებისგან, რომელიც კიდევ უფრო გააღრმავებს პოლარიზაციას და კვლავ უნდა ჩაერთონ დიალოგში“, - აღნიშნულია ევროპარლამენტარების ერთობლივ განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)