|
2021-02-24 16:02:24, 510 ნახვა
პოლიტიკა
კახა ოქრიაშვილი - ვისაც არ სურს გამუდმებულ შიშში ცხოვრება, მოვუწოდებ, შემოუერთდეს მშვიდობიან მსვლელობას 26 თებერვალს
ვისაც არ სურს გამუდმებულ შიშში ცხოვრება მოვუწოდებ, შემოუერთდეს მშვიდობიან მსვლელობას 26 თებერვალს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის" ბლოკის წევრი კახა ოქრიაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ვისაც სურს იცხოვროს თავისუფალ, სამართლიან, მუდმივად განვითარებად საზოგადოებასა და ქვეყანაში! ვისაც არ სურს იცხოვროს უსამართლობაში, სიდუხჭირესა და გამუდმებულ შიშში! მოვუწოდებ, შემოუერთდეს მშვიდობიან მსვლელობას თავისუფლებისათვის, რომელიც 26 თებერვალს, 13:00 საათზე, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყება. მინდა, განსაკუთრებით მივმართო ჩემს მხარდამჭერებს დმანისში, წალკაში, თეთრიწყაროში, ბოლნისსა და თბილისში - არ დავრჩეთ სახლში! არავინ მოვა და მოგვიტანს პირად თავისუფლებას, განვითარებას, კეთილდღეობას. ერთად გამოვიდეთ უმოქმედობის ზონიდან და შევუერთდეთ ამ მშვიდობიან, სახალხო მოძრაობას. ყველას გელოდებით 26 თებერვალს - ჩვენი ქვეყნისა და შვილების მომავალი ჩვენს ხელშია!", - წერს კახა ოქრიაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)