|
2021-02-24 15:46:02, 651 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძის განცხადებით, სენატორები რიში და შაჰინი ყოველთვის დანაშაულში მხილებულ პოლიტიკოსებს იცავენ
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძის განცხადებით, სენატორებისა და კონგრესმენების პოზიციები ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით ერთმანეთს არ ემთხვევა. როგორც მდინარაძე ამბობს, გასაკვირია კონგრესმენ ადამ კინზინგერის პოზიცია მაშინ, როცა მისი დამოკიდებულება, როდესაც საქმე თავის ქვეყანას ეხებოდა, აბსოლუტურად განსხვავებული იყო. „ბატონი რიში და შაჰინი ორივე 2012 წლიდან ანალოგიურ პოზიციას იჭერენ. სხვა პოლიტიკოსები, რომლებიც იყვნენ კონკრეტულ დანაშაულში მხილებულები და შემდეგ ბრალდებულები და ბოლოს მსჯავრდებულები, მათი მხრიდან იყვნენ ასეთივე დაცვის ობიექტები. რაც შეეხება კინზინგერს, აქაც შეიძლება თავისუფლად ვთქვათ, რომ ჩვენი და მისი პოზიცია არ ემთხვევა ერთმანეთს. გასაკვირია ის ფაქტი, როდესაც მისი პოზიცია აბსოლუტურად განსხვავებული იყო თავის ქვეყანაში“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)