|
2021-02-24 09:58:50, 509 ნახვა
პოლიტიკა
ჰელსინკის კომისია - მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გაათავისუფლოს ნიკა მელია და აგრესიის ნაცვლად, ჩაერთოს დიალოგში
შეერთებული შტატების „ჰელსინკის კომისიის“ ლიდერები, სენატორი როჯერ უიკერი, სენატორი ბენ კარდინი, კონგრესმენი ელსი ჰეისტინგსი და ჯო უილსონი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან. ისინი მოუწოლდებენ საქართველოს მთავრობას, გაათავისუფლოს ნიკა მელია და აგრესიის ნაცვლად, ხელახლა ჩაერთოს დიალოგში. „როგორც ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციის“ მონაწილე სახელმწიფოს, საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების, ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის პატივისცემის ერთგულება აქვს გაცხადებული. მოწინააღმდეგე პოლიტიკური პარტიის მთავარ ოფისზე თავდასხმა და მისი ლიდერის თვითნებურად დაკავება დემოკრატიულ პროგრესს არ შეესაბამება. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას გაათავისუფლოს ნიკა მელია, განმუხტოს კრიზისი და ხელახლა ჩაერთოს დიალოგში აგრესიის ნაცვლად“, - აცხადებენ ისინი.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)