|
2021-02-24 09:14:43, 511 ნახვა
პოლიტიკა
რიში, შაჰინი, კინზინგერი, კონოლი - ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა შეწყვიტოს პროვოკაციები და დაიწყოს მოლაპარაკებები
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები და კონგრესმენები საქართველოში მიმდნარე პოლიტიკურ პროცესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. სენატორი ჯიმ რიში, ჯინ შაჰინი, ადამ კინზინგერი და ჯერი კონოლი საქართველოს ხელისუფლებას პოლიტიკური პატიმრების, მათ შორის, ნიკა მელიასა და გიორგი რურუას დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ. „საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, შეჭრილიყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მთავარ ოფისში მისი ლიდერ ნიკა მელიას და სხვა ათობით აქტივისტის დასაკავებლად, ძალიან შემაშფოთებელია. საქართველოს სამართალდამცავი ძალებისა და სასამართლოს კორუმპირებული გამოყენება პოლიტიკურად მოტივირებული ქმედებების აღსასრულებლად, საფრთხეს უქმნის იმას, რაც საქართველოს დარჩა დემოკრატიისგან და ევროატლანტიკური გზისგან. მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ყველა პოლიტიკური პატიმარი, მათ შორის, ბატონი მელიასა და გიორგი რურუასი. ყველა პოლიტიკურმა პარტიამ საქართველოში პროვოკაციები უნდა შეწყვიტოს და მოილაპარაკოს კრიზისის მშვიდობიანი გადაწვეტა“ - აღნიშნულია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)