|
2021-02-24 09:07:47, 501 ნახვა
პოლიტიკა
სახელმწიფო დეპარტამენტი - ძალის გამოყენება და აგრესია საქართველოს პოლიტიკური უთანხმოების გადაჭრის გზა არაა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებასა და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ეხმაურება. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, აშშ მზადაა დაუჭიროს მხარი დემოკრატიულ, უსაფრთხო და წარმატებულ საქართველოს. „ძალიან ღრმად ვართ შეწუხებული ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიასა და საქართველოში ოპოზიციის სხვა წევრების დაკავების გამო. პოლარიზებული რიტორიკა, ძალის გამოყენება და აგრესია საქართველოს პოლიტიკური უთანხმოების გადაჭრის გზა არ არის. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავი აარიდონ ქმედებებს, რომლებსაც შეუძლია, კიდევ უფრო გაამწვავოს დაძაბულობა და ჩაერთონ კეთილსინდისიერ მოლაპარაკებებში, რათა გადაჭრან არსებული პოლიტიკური კრიზისი. აშშ მზად არის, მხარი დაუჭიროს დემოკრატიულ, უსაფრთხო და წარმატებულ საქართველოს“, – ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)