|
2021-02-23 17:29:22, 652 ნახვა
პოლიტიკა
გიგი უგულავა აცხადებს, რომ ამაღამ პარლამენტთან დარჩება, სადაც მორიგეობა დაიწყება
„ევრიპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, ის ამაღამ პარლამენტთან დარჩება, რადგან არსებობს ხელისუფლებისგან თავდასხმის საფრთხე. მისივე თქმით, ოპოზიციური ლიდერები საკანონმდებლო ორგანოსთან მორიგეობით დარჩებიან. „მიუხედავად იმისა, რომ სიცივეა, მიუხედავად იმისა, რომ სეზონი არ არის, მიუხედავად იმისა, რომ კომენდატის საათია, ჯერ კიდევ თითოეული ჩვენთაგანი პირბადეებით დავდივართ და ვცდილობთ თავი და სხვებიც დავიცვათ, მიუედავად იმისა, რომ ჩვენი მთავრობა უკანასკნელია მსოფლიოში და ავღანეთმაც კი დაიწყო ვაქცინაცია და საქართველო ამ თვალსაზრისით, ბოლოა, ჩვენ აღარ გვაქვს ფუფუნება ასე თბილად ვიჯდეთ. მე ჩემ მეგობრებთან ერთად დღეს ვაპირებ დავრჩე, იმიტომ რომ თავდასხმის საფრთხე ამ უგუნური ხალხისგან ძალიან დიდია, დაიწყება მორიგეობა და ყველა პოლიტიკური ლიდერი, შეძლებისდაგვარად, ჯანმრთელობა როგორც მისცემს საშუალებას და გაქანება, დარწმუნებული ვარ ჩაერთვება ამ ფერხულში. დრეს კრიტიკული ღამეა, იმიტომ რომ ახლა ბევრნი ვართ და აღარ გაგვაღიზიანეს, დილით სასიზღრობა ჩაიდინეს, მაგრამ როგორც კი შეიძლება ხალხი შემცირდეს, ტურასავით მოგვეპარებიან და ფეხქვეშ გაგვთელავენ“, - განაცხადა გიგი უგულავამ. შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში, საკანონმდებლო ორგანოსთან ნიკა მელიას მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)