|
2021-02-23 16:56:28, 690 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - ახლა მთავარია მობილიზაცია, მთელ საქართველოში ფრონტის გაშლა და შეტევა
ახლა მთავარია მობილიზაცია, მთელ საქართველოში ფრონტის გაშლა და შეტევა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. ექს-პრეზიდენტმა „ქართულ ოცნებას“ მიმართა და აღნიშნა, რომ ვერ წარმოუდგენიათ როგორი იაღლიში მოუვიდათ დღეს, ნიკა მელიას დაკავებით და როგორ დამარცხდნენ. „მინდა ვთქვა, რომ ნიკა მელია, ამაში ვარ დარწმუნებული, გამოვა ძალიან მალე და ვინც დაიჭირა და ვინც ახლა ქართველ ხალხზე ძალმომრეობას ახორციელებს, ისინი ჩაჯდებიან ძალიან დიდი ხნით. თქვენ ვერ წარმოიდგენთ როგორი იაღლიში მოგივიდათ დღეს და როგორ დამარცხიდთ. ბევრად მწარედ დამარცხდით დღეს, ვიდრე გასულ წელს ოქტომბრის არჩევნებში. ჩვენი საქმე არის მართალი და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. ახლა არის მთავარი მობილიზაცია. მთელ საქართველოში ფრონტის გაშლა, შეტევა, შეტევა და კიდევ ერთხელ შეტევა. ივანიშვილს უკვე პრაქტიკულად არანაირი პერსპექტივა არა აქ თუ ჩვენ ვიქნებით მოწოდების სიმაღლეზე და ჩვენ ვიქნებით მოწოდების სიმაღლეზე", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)