|
2021-02-23 15:42:51, 514 ნახვა
პოლიტიკა
ოპოზიციამ 26 თებერვალს, 15:00 საათზე მასშტაბური აქცია-მსვლელობა დააანონსა
ოპოზიციამ, რომელიც ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციასთან ნიკა მელიას მხარდამჭერ აქციას მართავს, 26 თებერვალს აქცია დააანონსა. როგორც „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, აღნიშნული აქცია 15:00 საათზე, ფილარმონიასთან დაიწყება. „მიუხედავად მძიმე პოლიტიკური კრიზისისა, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არ გვესმოდა კონსტრუქციული წინადადებები ხელისუფლების მხრიდან, ოპოზიცია გამოვიდა წინადადებით და მათ შორის, ეს იყო ნიკას ინიციატივა, რომ ამ მძიმე პოლიტიკური კრიზისი გადაწყვეტისთვის აუცილებელი იყო შეთანხმება და მოლაპარაკებები და ამისთვის, საერთასორისო პარტიორებთან მოლაპარაკებების შემდეგ გადავდეთ 25 თებერვლის აქცია. დღეს მოხდა ის, რაც მოხდა, ბოლშევიკების მიერ ჩვენი ოფისის დარბევა, ნიკას გატაცება, ადამიანების დაშავება და ახლა ჩვენ, თითოეული პატრიორი, მეგობარი და ნიკა, მოგიწოდებთ 26 თებერვალს, 3 საათზე, ფილარმონიიდან დავიწყოთ დიდი მსვლელობა, მსვლელობა, რომელიც მიეძღვნება ოკუპაციას, როდიონოვების, გავრილოვების წინააღმდეგ, რაც მთავარია, ეს იქნება მსვლელობა, რომელიც იქნება მსვლელობა თავისუფლებისთვის“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)