|
2021-02-23 15:34:00, 538 ნახვა
პოლიტიკა
ელენე ხოშტარია - ვიწყებთ განმათავისუფლებელ მოძრაობას - არანაირი შიში, ბრძოლა ბოლომდე
„ჩვენ ვიწყებთ განმათავისუფლებელ მოძრაობას“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ სამოქალაქო აქტივისტმა, ელენე ხოშტარიამ აქციაზე განცხადა. მისი თქმით, ერთად ძლიერები არიან, ვიდრე ხელისუფლება, რადგან ოპოზიციის მხარესაა სიმართლე. „ნიკა ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე ერთად აღებული მთელი „ქართული ოცნება“ თავისი სპეცრაზმით. ნიკა არის ძლიერი იმიტომ, რომ მას აქვს თავგანწირვა, გამბედაობა, ქვეყნის სიყვარული იდეა და ის არასდროს არ გაჩერდება. ეს ძალა თითოეულმა თქვენგანმა უნდა იგრძნოს. ჩვენ ერთად ვართ ბევრად უფრო ძლიერები, რადგან ჩვენს მხარეს არის სიმართლე და სიმართლის ძალას ვერანაირი ფული ვერ დაამარცხებს. მე შემიძლია დაგპირდეთ, ჩვენ ვიწყებთ განმათავისუფლებელ მოძრაობას, რომელიც აუცილებლად მივა ბოლომდე. ნიკა მელიას დაჭერა სცდება ერთი ადამიანის გამოკეტვას. ჩვენ გვყავს პოლიტპატიმრები. არანაირი შიში, უნდა იყოს შემართება და ბრძოლა ბოლომდე“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)