|
2021-02-23 13:55:21, 453 ნახვა
პოლიტიკა
შალვა ნათელაშვილი საერთაშორისო პარტნიორებს მმართველი გუნდისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნით მიმართავს
„ლეიბორისტული პარტიის“ თავჯდომარე, შალვა ნათელაშვილი, საერთაშორისო პარტნიორებს მმართველი გუნდისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნით მიმართავს. ამის შესახებ ნათელაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. „მოვითხოვ, მსოფლიო თანამეგობრობისგან, აშშ-დან, ევროკავშირიდან, დემოკრატიაზე პრეტენზიის მქონე ყველა მთავრობისგან, სასწრაფოდ სანქციები, ბიძინა ივანიშვილის თამადობით ყველას: შინაგან საქმეთა მინისტრს, უშიშროების ხელმძღვანელს, თალაკვაძეებს, მდინარაძეებს, კობახიძეებს, რაც მთავარია ღარიბაშვილს და იმ მოსამართლეებს, რომლებსაც სამშობლოსა და პატრიოტიზმზე წინ, საკუთარი ბინძური მანდატები და სტატუსები ურჩევნიათ. მე მოვუწოდებ მთელს საქართველოს, ყველანი ფეხზე! ყველანი გარეთ! სანამ არ დავამთავრებთ ამაზრზენ ანტიეროვნულ რეჟიმს, ამ საქციელით მათ საქართველოს ესროლეს “,-განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)