|
2021-02-23 13:45:00, 615 ნახვა
პოლიტიკა
გია ვოლსკი - ოპოზიციის მხრიდან, პროცესების გაცილებით მძიმე განვითარება იყო დაგეგმილი
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ოპოზიციის მხრიდან პროცესების გაცილებით მძიმე განვითარება იყო დაგეგმილი. მისი თქმით, გაცილებით მძიმე შედეგით სრულდება, როდესაც ადამიანი პირდაპირ გამოწვევას უკეთებს სახელწიფოს. „ამასთან დაკავშირებით ერთი მთავარი დასკვნაა. არაფერი სიკეთე იმისგან, რომ მელია ასე ზვარაკად, შესაწირად მიიყვანა „ნაცმოძრაობამ“ ამ ვითარებამდე, არ არსებობს. გაცილებით უფრო მძიმე შედეგია ის, როდესაც ადამიანი პირდაპირ გამოწვევას უკეთებს სახელწიფოს, აკეთებს ისეთ პროვოკაციულ განცხადებებს, რომ ამ ყველაფერს ჯახი მოყვეს. ღმერთმა დაგვიფარა, რომ ამ ჯახს, ამ დაკავების ოპერაციას არ მოჰყვა ვინმეს დაშავება. მეორე მხრივ, ვფიქრობ, პროცესების გაცილებით მძიმე განვითარება იყო დაგეგმილი, რომელიც არ გულისხმობს არანაირ მოლაპარაკებას და ეს არის ტყუილი და მოგონებები“, - განაცხადა გია ვოლსკიმ. შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია სამართალდამცველებმა დღეს დილით დააკავეს.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)