|
2021-02-23 12:51:39, 469 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ვებგვერდებზე კიბერშეტევა მიმდინარეობს
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ვებგვერდებზე კიბერშეტევა მიმდინარეობს. მდინარაძე კიბერშეტევაში ოპოზიციას ადანაშაულებს და მათ ბოლშევიკებად მოიხსენიებს. „ამ წუთებში მიმდინარეობს მასირებული კიბერშეტევა როგორც „ქართული ოცნების“ ვებგვერდებსა და საიტებზე, ასევე სახელმწიფო უწყებების საიტებზე. ეს არის იმ გეგმის ნაწილი, რომლის შესრულება ბოლშევიკებმა ვერ მოახერხეს, ვერ გაბედეს წინააღმდეგობის გაწევა კანონისა და სახელმწიფოს მიმართ. ყველა უნდა დაემორჩილოს კანონს, ყველა უნდა დაემორჩილოს მის მოთხოვნებს და არავის თვითმიზანი არ გახლავთ ვინმეს დაჭერა. ყველა ადამიანი, თუ სახელმწიფოს სახელმწიფო ჰქვია და კანონს კანონი, უნდა დაემორჩილოს მის მოთხოვნებსა და მის კანონიერ ლეგიტიმურ აღსრულებას", - განაცხადა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)