|
2021-02-23 11:31:54, 551 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი „ენმ“-ის ოფისის შტურმზე - ეს არის დემოკრატიული, ევროპული, თანამედროვე ქვეყნების სტანდარტი
ეს არის დემოკრატიული, ევროპული, თანამედროვე ქვეყნების სტანდარტი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითიც გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისსზე სპეცრაზმის შტურმს. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, დღეს ჩვენ გავხდით მომსწრენი, რომ გვყავს ძლიერი და სამართლებრივი სახელმწიფო, ეფექტური შინაგან საქმეთა მინისტრი და პოლიცია. მან კვლავ გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ნიკა მელია კრიმინალია. „დღეს ჩვენ გავხდით მომსწრენი იმისა, რომ ვართ სამართლებრივი, ძლიერი სახელმწიფო, გვყავს ძლიერი პოლიტია, ეფექტური შს მინისტრი, მინდა საჯაროდ ბატონ გომელაურს მადლობა გადავუხადო და პოლიციას, იმითვის, რომ მათ დაიცვეს სახელმწიფოს ღირსება. ჩვენი სახელმწიფოს სტაბილურობა და კიდევ ერთხელ ყველას შეგახსენებთ, რომ ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო. მე გუშინ ვრცლად ვისაუბრე ნიკა მელიასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ მინდა გავაკეთო შემდეგი კომენტარი, რომ ნიკა მელია არის კრიმინალი. რაც შეეხება ზოგადად პრაქტიკას და გამოყენებულ მეთოდებს, ეს არის აბსოლუტურა ცივილიზებული, დემოკრატიული ქვეყნების უმაღლესი სტანდარტი, დღეს ჩვენმა გმირმა პოლიციამ აჩვენა უმაღლესი სტანდარტი, ის რაც არის ევროპული, თანამედროვე, ამერიკული სტანდარტების შესაბამისი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)