|
2021-02-23 10:25:32, 570 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ნიკა მელიამ საკუთარი თავი თვითონ დაიჭირა
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ნიკა მელიამ საკუთარი თავი თვითონ დაიჭირა. როგორც მან პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ნიკა მელია იყო პარლამენტის საბოტაჟის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი იყო, რომელიც სახელმწიფოს ყოველდღიურად ემუქრებოდა. „დემონსტრაციულად გადააგდო ელექტრონული სამაჯური, რითაც შეურაცხყოფა მიაყენა სახელმწიფოს, შეეფარდა გირაო, რომელიც არ გადაიხადა ორი თვის განმავლობაში, რითაც კიდევ ერთხელ მიაყენა შეურაცხყოფა სახელმწიფოს. მხოლოდ ამის შემდეგ, დაუფასდა ყველა კრიმინალური და რადიკალური ქმედება და დაინიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ ფორმალურ თავმჯდომარედ. პროკურატურის მიერ გირაოს გადახდის საბოლოო ვადის განსაზღვრის შემდეგ, კიდევ ერთხელ მიაყენა შეურაცხყოფა სახელმწიფოს და განაცხადა: „არ გადავიხდი, ვერ დამიჭერთ“. არ გადაიხადა, დაიჭირეს, უფრო სწორად თვითონ დაიჭირა საკუთარი თავი. სამწუხაროა, რომ დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის თავზე, ჩვენ კიდევ ერთხელ დაგვჭირდა ანტისახელმწიფოებრივ ძალებთან იმის დამტკიცება, რომ ეს არის სახელმწიფო. თუმცა, სახელმწიფომ დღეს ეს დაამტკიცა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)