|
2021-02-23 10:00:53, 506 ნახვა
პოლიტიკა
ხატია დეკანოიძე - როდიონოვების, გავრილოვების, რუსების, ბოლშევიკებისა და ოლიგარქების არ გვეშინია
„როდიონოვების, გავრილოვების, რუსების, ბოლშევიკებისა და ოლიგარქების ჩვენ არ გვეშინია“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა. როგორც დეკანოძე ამბობს, ნიკა მელია იქნება თავისუფალი. „როგორც მოსალოდნელი იყო დღეს ბიძნა ივანიშვილი რეჟიმმა და ნაძირალა ღარიბაშვილმა გადაწყვიტა რომ საბჭოთა არმიის დაბადების დღეს საბოლოოდ გადაიქცნენ ბოლშევიკურ რეჟიმად. დღეს მთელმა მსოფლიო ნახა, რომ მთავარი ოპოზიციური ძალის შენობაზე მიტანილი იყო შტურმი იმისთვის, რომ დაეპატიმრებინათ ჩვენი პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელია. მე მინდა ყველას პირობა მივცე, რომ ნიკა მელია იქნება თავისუფალი და ქვეყანაც იქნება თავისუფალი. როდიონოვების, გავრილოვების, რუსების, ბოლშევიკებისა და ოლიგარქების ჩვენ არ გვეშინია. დღეს ეს ოფისი არის ეპიცენტრი. წაიღეს სერვერები და გაანადგურეს, ადამიანები დაწამლეს. აქედან მივდივართ კანცელარიასთან, სადაც ზის მთავარი როდიონოვი, რომელმაც მოუწყო სასაკლაო ადამიანებს. მობრძანდით 15:00 საათზე კანცელარიასთან“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)