|
2021-02-22 10:33:20, 687 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირი, ალექსეი ნავალნის დაკავების გამო, ოთხ რუს მაღალჩინოსანს სანქციებს დაუწესებს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, ალექსეი ნავალნის დაკავების გამო, ოთხი რუსი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე შეთანხმდნენ. Reuters-ის წყაროს ინფორმაციით, სანქციები რუსეთის საგამოძიები კომიტეტის ხელმძღვანელს, სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელს, ასევე გენერალურ პროკურორსა და რუსეთის გვარდიის ხელმძღვანელს დაუწესდებათ. საგარეო უწყების ხელმძღვანელები სანქციების დაწესებაში მოიზარებენ ფინანსური აქტივების გაყინვას, ასევე მოგზაურობის აკრძალვას. ცნობისთვის, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსეთისთვის სანქციების დაწესება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც სასამართლომ ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი დააკავა. ევროკავშირი შეშფოთებულია აღნიშნული ფაქტით და ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)